ფიფამ და პოპულარულმა ფრანგულმა ჟურნალმა "ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთის" წლევანდელი პრეტენდენტების 23-კაციანი სია გამოაქვეყნეს, რომელთა შორის 7 ესპანეთის ნაკრების წევრია.
ფიფას და "ფრანს ფუტბოლის" ვერსიით, წლევანდელი ოქროს ბურთისთვის შემდეგი ფეხბურთელები იბრძოლებენ: ხაბი ალონსო, იკერ კასილასი, სესკ ფაბრეგასი, ანდრეს ინიესტა, კარლეს პუიოლი, დავიდ ვილა, ხავი (ყველა ესპანეთი), ჟულიო სეზარი, მაიკონი, დანი ალვეში (ბრაზილია), მიროსლავ კლოზე, ფილიპ ლამი, ტომას მიულერი, მესუტ იოზილი, ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია), არიენ რობენი, უესლი სნეიდერი (ჰოლანდია), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), დიდიე დროგბა (კოტ დიუვარი), სამუელ ეტოო (კამერუნი), დიეგო ფორლანი (ურუგვაი), ასამოა გიანი (განა), ლიონელ მესი(არგენტინა).
ცნობისათვის: 6 დეკემბერს, ფიფა და "ფრანს ფუტბოლი" 3 პრეტენდენტს დაასახელებენ, რომლებსაც სხვებზე მეტი ხმები ექნებათ მოგროვილი. "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი კი, 2011 წლის 10 იანვარს, ციურიხში გაიმართება.
როგორც ცნობილია მიმდინარე წელს ფიფამ და "ფრანს ფუტბოლმა" ორი პრესტიჟული ჯილდო გააერთიანეს და ამიერიდან წლის საუკეთესო ფეხბურთელს ერთად ავლენენ.