საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია ითხოვს, რომ მოხდეს არა მხოლოდ ტელეკომპანიების მფლობელების ვინაობის გაცხადება, არამედ თავად ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების პროცესის გამჭვირვალობა. ამის შესახებ განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს სესიაზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სესიის დაწყებამდე პარალმენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება ტელეკომპანიების მფლობელების ვინაობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. მის ამ განცხადებებს კომენტარები მოჰყვა საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. ბაღათურია ამბობს, რომ ამის პარალელურად საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა გახდეს ისიც თუ "იმედმა რომელი პატრონები გამოიცვალა და როგორ".