"ქრისტიან-დემოკრატები"ევროპის მოედნისთვის სახელის შეცვლას მოითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით მათ დღეს, ევროპის მოედნიდან თბილისის საკრებულომდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.
"ქრისტიან-დემოკრატების" აზრით, აღნიშნულ მოედანს ასი ათასი ქართველი მოწამის სახელი უნდა ეწოდოს.
მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის და საკრებულოს წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, შესაბამისი მოთხოვნით, მათ უკვე მიმართეს სახელდების და სიმბოლიკის კომისიას,
"უახლოეს მომავალში, ამ საკითხს ქალაქის საკრებულოში დავაყენებთ", - განაცხადა გაბუნიამ.