საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მურათ ბურჰანისს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრა თურქეთის ელჩის ინიციატივით შედგა.