საქართველოს პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას სამომავალო შეხვედრის დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
აღნიშნულის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, დეკემბერში ობამა- სააკაშვილის შეხვედრის შესახებ, სიმართლეს არც შეესაბამება.
პრეს სპიკერმა ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტი სააკაშვილთან შეხვედრას თავს არიდებდეს.
"ეს რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბირთვული სამიტის ფარგლებში ვაშინგტონში პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. მათ შორის რამდენიმე სატელეფონო საუბარიც გაიმართა. რაც შეეხება სამომავლოდ ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრას. ეს ალბათ შედგება, თუმცა შეხვედრის დროსა და ადგილზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია", - აღნიშნა მანჯგალაძემ.