საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტ სააკაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს.
როგორც პრეზიდენტის პრეს სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, ფრანკოფონიის სამიტზე მიხეილ სააკაშვილსა და სარკოზის შორის ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა მოლაპარაკება არ ყოფილა, მაგრამ სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს და გაესაუბრნენ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა შვეიცარიის მთავრობის, კამერონის, დომენიკისა და სხვა სახელმწიფო წარმომადგენლებთან.