ჩრდილოეთ კავკასიაში მდგომარეობის გართულებისთანავე ვითარების დაძაბვის ადრესატი საქართველო ხდება.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსული მხარისა და ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
"პრეზიდენტის პოზიცია ემთხვევა საქართველოს მთავრობისა და პარალმენტის წარმომადგენლების პოზიციას. სააკაშვილს მიაჩნია, რომ ეს არის მცდელობა, მოხდეს საკუთარი პრობლემებიდან ყურადღების გადატანა. მათ მიერ წარმოთქმული ბრალდებები საფუძველს მოკლებულია და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილო კავკასიაში მდგომარეობის დაძაბვის შემდეგ ადრესატი სწორედ საქართველო ხდება," - აღნიშნა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა და რუსული მხარის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას ბრალი ჩეჩენი ბოევიკების დახმარებაში, დაფინანსებაში და მათ მომზადებაში დასდეს.
კადიროვის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილია ბოევიკების ბანაკები, რომლებიც შემდეგ ჩრდილოკავკასიის ტერიტორიაზე ტერაქტებს ახორციელებენ.