საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება. მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობს ხარისხთან დაკავშირებით დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, პრეზიდენტის მოსაზრება ჟურნალისტებს მისა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაცნო.
"პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ერთი მხრივ, პარალმენტი აგრძელებს მუშაობას დემოკრატიული რეფორმების კუთხით, ხოლო მეორე მხრივ მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ეს ინიციატივა შეესაბამება სააკაშვილის მიერ 2008 წელს გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებას დემოკრატიის მერე ტალღის დაწყებასთან დაკავშიერბით ", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტში მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში მედიასაშუალებების გამჭვირვალობას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ მედიასაშუალებების მფლობელებსაც შეეხებათ. საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განმარტებით, შესაბამისი კომიტეტები ინიციატივას უახლოესი ორ კვირის განმავლობაში მოამზადებენ რის შემდეგაც პარლამენტი ინიციატივის განხილვას დაიწყებს.