ყაზახეთში ასტანაში დაგეგმილ ეუთოს სამიტზე ქართული მხარე ეუთოს სამშვიდობო და სადამკვირვებლო მისიების აღდგენის საკითხს დააყენებს, _ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ჩართულია სამიტის მომზადების პროცესში, რომელზეც კონკრეტულ და მნიშვნელოვან საკითხებს დააყენებს. მათ შორის არის სამშვიდობო და სადამკვირვებლო მანდატის აღდგენის საკითხი.
"ყაზახეთში ასტანაში 1-2 დეკემბერს ეუთოს სამიტი გაიმარტება, რომელსაც ისტორიული უკვე ეწოდა, რადგან სამიტი 11 წლის შემდეგ პირველად იმართება. როგორც იცით რუსეთთან თავის დროზე საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ეუთოს მანდატი დაბლოკა, რითიც ორგანიზაციას მძიმე დარტყმა მიაყენა. როგორი შედეგებით დასრულდება სამიტი წინასწარ პროგნოზების გაკეთება ძნელია, რადგან რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში არაკონსტრუქციულია", - აღნიშნა მანჯგალაძემ.