სოფელ ფონიჭალაში საცხოვრებელ სახლთან მამაკაცი ჩაცხრილეს.
მამაკაცი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქმეზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.