საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენლებს ლევან ვეფხვაძეს წარსული მოღვაწეობის გამო აკრიტიკებს.
გაბაშვილმა ვეფხვაძე მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც დღეს სესიაზე ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ "მედია იჯდა მერსედესში და ხელისუფლების ქმედებების გამო გადაჯდა ზაპოროჟეცში".
ამ განცხადების შემდეგ გაბაშვილმა აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ვეფხვაძე მერსედესში პირადად მართლაც იჯდა, მაგრამ ზოგადად მედია მერსედესში არ მჯდარა.
ამასთან, გაბაშვილმა ვეფხვაძეს ის ფაქტიც გაახსენა რომ მისი მედიასაშუალება პოლიტიკურად იყო მოტივირებული და ასეთ მედიას მისი თქმით, თავისუფალ მედიასთან საერთო არაფერი აქვს.
"თქვენ როდესაც მერსედესში იჯექით ეს პერიოდი კარგად გვახსოვს, მაგრამ ისიც გვახსოვს, რომ ის მერსედესი იმიტომ დატოვეთ რომ მიხვდით პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყავით", - განაცხადა გაბაშვილმა.