"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მედიის თავისუფლების მხრივ "ჩვენ ვისხედით მერსედესში და ხელისუფლების ქმედებების გამო გადმოვჯექით ზაპოროჟეცში". ამის შესახებ განცხადება ლევან ვეფხვაძემ დღეს სესიაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი პარტიის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს რეიტინგებზე საუბარი უყვარს და ხშირად ახსენებს ზაპოროჟეცსა და მერსედესს, თითქოს ჩვენ ვისხედით ზაპოროჟეცში და გადავსხედით მერსედესში, თუმცა ვეფხვაძის თქმით, "მედიის თავისუფლების კუთხით რამდენიმე წლის წინ ჩვენ ვისხედით მერსედესში და გადმოვსხედით ზაპოროჟეცში". სწორედ ამიტომ იგი ხელისუფლებას მიმართავს, რომ როდესაც მედიის თავისუფლების საკითხზე არის საუბარი თავს ნუ იწონებს, ვიანიდან თავის მოსაწონებელი არაფერი გვაქვს.