პარლამენტი და მისი ყველა წევრი, უმრავლესობას ვგულისხმობ, არის ვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე, - ამის შესახებ კოსერვატიული პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანოა "ქართული არხის" ეთერში, გია გაჩეჩილაძის გადაცემაში ისაუბრა.
"პარლამენტი და მისი ყველა წევრი, უმრავლესობას ვგულისხმობ, არის ვალდებული ბიძინა ივანიშვილის წინაშე. მთავრობა და ყველა მისი მინისტრი, ანგარიშვალდებულია არა პრემიერ-მინისტრის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. სასამართლო –ბიძინა ივანიშვილის, ბიზნესი – ბიძინა ივანიშვილის", - თქვა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ "მიშა მოდის" ხდება ასეთი მმართველობა, როგორიცაა დღეს.
"30 წელი რაში გაატარა ამ ქვეყანამ? პარლამენტი ინსტიტუტს აღარ ჰგავს, მთავრობა აღმასრულებელი ორგანო აღარ არის, სასამართლო დაღუპულია. ეს ხდება, როდესაც შენ ყველა არჩევნებში ახერხებ ამ ბანქოს "მიშა მოდის" გათამაშებით ამხელა ძალაუფლების მიღებას, მერე ხდება ასეთი მმართველობა, როგორიცაა დღეს", - თქვა ძიძიგურმა.