კორონავირუსით 20 წლამდე ასაკის ადამიანის პირველი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიაში. ინფორმაციას სააგენტო კოიდო ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში პანედმიის დაწყებიდან იაპონიაში კორონავირუსის 156 ათასი შეთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 2 274 ადამიანი. ინტენსიური თერაპიის პალატებში 497 პაციენტი მკურნალობს.