უარესი არჩევნებიც ყოფილა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ TV პირველის ეთერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები გაყალბებულია და ამ საკითხზე კამათს არანაირი აზრი არ აქვს.
„ეს კამათი ისეთივე უშედეგოა, როგორც 2008 წლის 6 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ გამართული უშინაარსო კამათი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გვითხრეს ძალიან ტრაგიკული ფრაზა, რომ ეს კინო უკვე 30 წელია გრძელდება. დიახ, 30 წელია ამ კინოს ვუყურებთ. ერთადერთი განსხვავება ამ და წინა არჩევნებს შორის ის კი არ არის, რომ ასეთი უპრეცედენტო გაყალბება საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ. ეს ასე არაა, უარესი არჩევნებიც ყოფილა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ აქ მთავარი განსხვავება ისაა, რომ ყოველ 1% და 0,5%-ს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა“, - აცხადებს ყოფილი მინისტრი.