არჩევნები გაყალბდა, მოლაპარაკებები ჩიხშია და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა -ამის შესახებ TV პირველის ეთერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, ახლა ის მომენტი დგება, როდესაც წინ, მომავლისკენ უნდა გავიხედოთ.
„ახლა ვერ გავიყინებით, ერთ ადგილზე ვერ გავჩერდებით და ნახევარი საქართველო მეორე ნახევარზე გაბუტული ვერ იცხოვრებს. არჩევნები გაყალბდა, მოლაპარაკებები ჩიხშია და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მე 1-ელ ნოემბერსვე ვთქვი, რომ არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია ერთი არჩევანით, ერთი გამოსავლით აცოცხლებს ქვეყანას. ოპოზიციამ უნდა დააყენოს სახელმწიფო ინტერესები საკუთარ სიბრაზეზე, ეგოზე, გაცხადებულ სიტყვაზე უფრო წინ და მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის მომავლის შენებაში მონაწილეობის შესახებ“, - განაცხადა ხიდაშელმა.