საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპატრამენტის უფროსი ბექა ფერაძე გამორევაჭრეებს თავიანთი პროდუქციის ონლაინ გაყიდვას ურჩევს.
მისი თქმით, უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციით ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია და არა აკრძალული.
"მათ შეუძლიათ, დისტანციურად განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის აკრძალული", - აცხადებს ფერაძე ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, რომელიც ყვავილებით მოვაჭრეების პროტესტს შეეხებოდა.
გარემოვაჭრეები, რომლებიც ყვავილებს ყიდიან, ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან შეზღუდვებს და მუშობას გააგრძელებენ, ვინაიდან ეს მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისო საბჭოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, მთელი საქართველოს მასშტაბით აპროტესტებენ. დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ რუსთავში, ბათუმსა და თბილისში.