კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს.
იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვების აღსრულების და კონტროლს მექანიზმებზე.
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 583 კოვიდ დადებითი პაციენტი, გამოვლინდა ინფიცირების 313 ახალი შემთხვევა. სულ გამოჯანმრთელდა 19 046 პაციენტი.