ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, დეკემბერში დაგეგმილი ეუთოს სამიტის მოსამზადებელი კონფერენცია დასრულდა.
ქართულმა დელეგაციამ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს საქართველოს საგრეო პრიორიტეტები წარუდგინა.
ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს როლის გაძლიერებასა და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ორგანიზაციის მონიტორინგის გაძლიერებას ითხოვს.
ქართული დელეგაცია ასევე ითხოვს, რომ ასტანის სამიტზე განხილულ იქნას რუსეთის მიერ შეუსრულებელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებაც. კონფერენციაზე ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა.