დღეს, 26 ოქტომბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფი იმერეთის რეგიონალურ კონფერენციას გამართავს და მოსახლეობას შეხვდება.
კრებაზე იმერეთის კოორდინატორები დასახელდებიან. შეხვედრას "დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და საინიციატივო ჯგუფის წევრები _ ნონა გაფრინდაშვილი, გოგი ქავთარაძე, ირაკლი ბათიაშვილი, ეკა ბესელია და სხვები დაესწრებიან
შეგახსენებთ, რომ სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფმა პირველი დამფუძნებელი კონფერენცია უკვე გამართა.