მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, მათ შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ. ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება, - ამბობსბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე.
მისი თქმით, ამ არჩევნებში ეკლესია არ ჩარეულა და ჩიხური მდგომარეობა, ძალით თუ არ შედიხარ ჩიხში, არ არსებობს. რაღაც გამოსავალი უნდა მოინახოს.
„ჩატარდა არჩევნები, მე არ შევეხები იმას, არ ვაპირებ მტყუან-მართალი ვარჩიო. არჩევნებმა არ უნდა გაგვყოს, არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, მათ შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ. ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება. ხომ ხედავენ, რომ არ ჩავრეულვართ არც ერთ მხარეს ამ არჩევნებზე. ღმერთმა ყველა დალოცოს და შევთხოვ უფალს, გონიერმა გულმა გაიმარჯვოს ქართველებში. შევხედოთ ირგვლივ რა სიტუაციაა, საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვიძახოთ, კარგი გვინდა ქვეყნისთვისო, მაინც მტრის წისქვილზე დავასხამთ წყალს. ჩიხური მდგომარეობა, ძალით თუ არ შედიხარ ჩიხში, არ არსებობს. რაღაც გამოსავალი უნდა ვნახოთ“, - თქვა მეუფე იაკობმა.