როდესაც ხელისუფლებამ პარლამენტი გააქრო, იქ შესვლის სურვილი არც ერთ ოპოზიციურ სუბიექტს არ აქვს, - აცხადებს "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
ის ხვიჩია ევროკავშირის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ დასავლეთის განწყობები ეტაპობრივად აუცილებლად შეიცვლება.
"ჩვენ პარლამენტში შესვლა რომ გვინდოდა და ყველა სლოგანზე "გირჩი პარლამენტში" რომ გვეწერა, გასაგებია. მე კი ვარ პარლამენტის წევრი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტი გააქრო. ეს ის პარლამენტი არ არის, სადაც შესვლა შესაძლებელია. პირველად, საქართველოს ისტორიაში, პარლამენტში შესვლა "ტეხავს". ვფიქრობ, რომ დასავლეთის განწყობა ნელ-ნელა შეიცვლება. თუ საბოლოოდ გაირკვევა, რომ ჩვენ ახალ წელს ერთპარტიული პარლამენტით შევხვდით, ყველა ისრები ხელისუფლებისკენ წამოვა. ახლა ეს ისრები ოპოზიციისკენ მოდის, რადგანაც ყველა ჩვენს მეგობარს უნდა რომ ჩვენ ქუჩაში არ ვიჩხუბოთ”, - აღნიშნავს იაგო ხვიჩია.