მნიშვნელოვანია ეს კრიზისი დასრულდეს, გამოსავალი კი ხელახალი არჩევნების დანიშვნაა”, - აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.
მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგელობის განცხადება, რომ ისინი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკური პარტიას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ, მიუთითებს, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი.
"ევროკავშირის ელჩის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია გვყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია პარლამენტის შიგნით გააგრძელებენ პოლიტიკურ პროცესებს. თუმცა, ამას წინ ახლავს სერიოზული დაბრკოლება, რაც გულისხმობს გაყალბებულ არჩევნებს, ამის ფონზე კი არც ერთ ოპოზიციურ სუბიექტს პარლამეტთან ახლოს გაკარებაც კი არ უნდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს კრიზისი დასრულდეს, გამოსავალი კი ხელახალი არჩევნების დანიშვნაა“,- აცხადებს პარტიის საბა ბუაძე.