პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებებს დაჩქარებული წესით შეიტანს. ცვლილება კი უკავშირდება პარლამენტში დროებითი კომისიის მუშაობის საკითხს.
ცვლილება განპირობებულია იმით, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელ კომისიას მუშაობის ვადა ეწურება, თუმცა იმის გამო, რომ კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია მუშაობის დასრულებისთვის გარკვეულ ვადას ითხოვს, რეგლამენტში ცვლილების შეტანა გახდა საჭირო.
რეგლამენტის დღეს მოქმედი ნორმით დროებითი კომისია იქმნება სამი თვის ვადით. შემდეგ კომისიას ორჯერ აქვს უფლება 3-3 თვით მოითხოვოს მუშაობის გახანგრძლივება. ამის შემედგ კი მხოლოდ პარალმენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება მიმართოს პარალმენტს, რათა მიღებულ იქნას დადგენილება 3 თვით კომისიის მუშაობის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ცვლილება პარლამენტის თავმჯდომარისათვის რაოდენობრივი შეზღუდვის მოხსნას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილების განხორციელების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება ექნება, დროებით კომისიას მუშაობა გაუხანგრძლივოს არა ერთხელ არამედ განუსაზღვრელი რაოდენობით.