ძველი თბილისის რაიონში საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა.
ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე, საბანიძის № 8-ში მოხდა,
შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდნენ საპატრულო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. დღეს დილით კი საბანიძის ქუჩაზე გამგეობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და ოჯახს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას დაჰპირდნენ.
ე.წ. იტალიურ ეზოში სულ ექვსი ოჯახი ცხოვრობს. იმ შემთხვევაში, თუ კედელი არ აღდგება, ნგრევა სხვა სახლებსაც დაემუქრება