ახლად დაფუძნებელმა "ქართულმა პარტიამ" უზნაძის ქუჩაზე მდებარე სათავო ოფისის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კოკა გუნცაძე უძღვებოდა.
"ჩვენი პარტიის ჩამოყალიბების შესახებ 12 ოქტომბერს გამცნეთ. ახლა კი ოფისის პრეზენტაციას ვმართავთ. ჩვენი პარტია ყოველთვის იდგება ქართველი ხალხის სამსახურში," - განაცხადა გუნცაძემ.
მისი თქმით, პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 24 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ "ქართული პარტიის" დამფუძნებლები კოკა გუნცაძე, ლევან გაჩეჩილაძე, ეროსი კიწმარიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და სოზარ სუბარი არიან.