ინგა გრიგოლიამ "ქრიატიან-დემოკრატების" ფრაქციის სახელით ინციატივით თბილისის მერიას მიმართა. "ქრისტიან-დემოკრატების" ინციატივის მიხედვით, უსახლკაროდ დარჩენილ მრავალშვილიან ოჯახებს საცხოვრებელი ფართები უნდა გადეცეთ. ამის შესახებ "ქრისტიან -დემოკრატების" წარმომადგენელმა ინგა გრიგოლიამ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"დედა, რომელიც 9 შვილს უზრის საქართველოს და უკიდურესად გაჭირვებულია არ უნდა ჩააყენო ისეთ პირობებიში, როგორიცაა საცხოვრებელი ფართის გადაცემა ლატარიისა და წილისყრის პრინციპით", - განაცხადა გრიგოლიამ და დასძინა, რომ ბიუჯეტში ცალკე უნდა გამოიყოს თანხები მრავალშვილიანი ოჯახების პრობლემებისათვის.