საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას ითხოვს.
შესაბამისი კანონპროექტი მას უკვე მომზადებული აქვს, რომლის თანახმად მედიკამენტებზე არა მხოლოდ ზღვრული ფასების დაწესება, არამედ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების რეცეპტის საფუძველზე, პაციენტებისთვის მედიკამენტების უფასოდ ან შეღავათიანი ფასებით გაცემა გახდება შესაძლებელი.
ინიციატივა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტში ექსპერტებს, პენსიონერთა კავშირის წარმომადგენლებსა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო.
როგორც ბაღათურია აღნიშნავს, დღეისთვის სახელმწიფოს მთავარი ამოცანა უნდა იყოს ფასების შეკავება მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებზე. ვინაიდან, მისი თქმით, ამაზეა დამოკიდებული საქართველოს ბევრი ქალაქის სიცოცხლის გადარჩენა.
ბაღათურიამ სტუმრებს გააცნო კვლევების შდეგები, რომელიც აღნიშულ საკითხზე განვითარებულ ქვეყნებში ჩაატარა მისმა პარტიამ.
კვლევების თანახმად, ბელგიაში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასები 193 პროცენტით გაიზარდა, საქართველოში კი მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასები 200 პროცენტით არის გაზრდილი.
სტატისტიკას ბაღათურია შემაშფოთებლად მიიჩნევს და ხელისუფლებას მისი ინიციატივის გათვალისწინებას თხოვს. ამასთან აღნიშნავს, რომ იგ კანონპროექტს უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებს.