დღეს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც სხვა თემებთან ერთად საქართველოსთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.
მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისეთ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობა; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალური მოლაპარაკებების გახსნა;
ამასთან, საუბარი შეეხო გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ძალაში დროულად შესვლის მნიშვნელობა; ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესი; აღმოსავლეთ პარტნიორობა; ევროკავშირის როლი საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში და სხვა. მხარეებმა, ასევე, აღნიშნეს ლისაბონის სამიტის მნიშვნელობა ნატო-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ შემდგომი თანამშრომლობა მეგობართა ჯგუფის ფორმატში საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებზე.