საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დარგში ევროკომისარს შტეფან ფულეს შეხვდა.
შეხვედრა ლუქსემბურგში ქართველი დიპლომატის ვიზიტის ფარგლებში
გაიმართა, სადაც მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შემდგომი განვითარების გზები განიხილეს.
ასევე საუბარი შეეხო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესსაც.