საპარლამენტი ფრაქცია "ქრისტიან დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საუბარი საარჩევნო საკითხებზე წარიმართა.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, ისინი ეუთოს წარმომადგენლებს გააცნობენ 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებულ ინიციატივებს, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
თარგამაძე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ეუთო განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ საარჩევნო რეფორმაზე აკეთებს.
"ჩვენთვის საინტერესოა მათი მოსაზრებები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ხელისუფლებისადმი შეთავაზებულ წინადადებებზე. ამასთან საინტერესოა რამდენად შეგვეხიდება ამ საქმეში თავად ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიურო," - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
ეუთოს წარმომადგენელმა მარჩილ ვალენცკიმაც აღნიშნა საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობა, თუმცა მან განსაკუთრებული აქცენტი სწორედ იმ პროგრამებზე გააკეთა, რომელის განხორციელებასაც ორგანიზაცია საქართველოში უახლოეს პერიოდში გეგმავს.