ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიურო საქართველოში მომავალი წლიდან წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს.
როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს წარმომადგენელმა მარჩილ ვალენცკიმ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, განხორციელდება ორი პროექტი.
პირველი პროექტი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროს შექმნას შეეხება, მეორე კი პოლიტიკისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში ქალების ჩართულობის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.