საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურ კონსულტაციებს ხორვატიასთან და პერუსთან გამართავს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 29 ოქტომბერს ხორვატიის დელეგაცია თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყებაში პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.
"შეხვედრაზე მხარეები ორმხრივ და მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ იმსჯელებენ, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ საკითხებს დაეთმობა", - აღნიშნა კალანდაძემ.
რაც შეეხება პერუსთან დაგეგმილ პოლიტიკურ კონსულტაციებს. კალანდაძის თქმით, შეხვედრა პერუში გაიმართება 29 ოქტომბერს.
ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი უხელმძღვანელებს.