ბელგიაში მიმდინარე 19 წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, რომელიც 20 წლამდელთა მსოფლიოს შესარჩევი ტურნირიც არის საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 27:3 დაამარცხა.
შეჯიბრში რგა გუდი მონაწილეობს. თითო ნაკრებს სამ-სამი შეხვედრა უწევს. რუმინეთის, უკრაინის, ბელგიის, პოლონეთის, რუსეთის, ესპანეთის, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები რეიტინგების მიხედვით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
გამარჯვებული ოთხი გუნდი ნახევარფინალსა და ფინალს ითამაშებს.
ნახევარფინალი 27 ოქტომბერს გაიმართება, ფინალი კი - 30 ოქტომბერს.
საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებს პაატა ნარიმანაშვილი და ზურაბ ამონაშვილი წვრთნიან, დელეგაციას მერაბ ბესელია ხელმძღვანელობს, ნაკრების მენეჯერი დიმიტრი ობოლაძეა.
ევროპის ჩემპიონატში ქართველო მორაგბეები შემდეგი შემადგენლობით არიან წარმოდგენილნი: ჟვანია ზურაბი (აია, ქუთაისი), მიქაუტაძე კონსტანტინე (ტულონი, საფრანგეთი), მატკავა მერაბი (აია, ქუთაისი) ერისთავი ზურაბი (აია, ქუთაისი), ბიწაძე ბექა (ივერია, თბილისი), ჩომახაშვილი ირაკლი (არმაზი, თბილისი), გაბროშვილი ვანო (არმაზი, თბილისი), ჯინაშვილი რამაზი (თსუ-ლომები, გორი), ტყეშელიაძე გიორგი (ყოჩები, თბილისი), კვარაცხელია ლუკა (ყოჩები, თბილისი), ჭყოიძე გიორგი (ლელო, თბილისი), კობახიძე ბახვა (თსუ-ლომები, გორი) ჩილაჩავა ლევანი (ტულონი, საფრანგეთი), ლოსაბერიძე დავითი (დიჟონი, საფრანგეთი), ჟღენტი გიორგი (თსუ-ლომები, გორი), მჭედლიშვილი უშანგი (ლელო, თბილისი), ღამბაშიძე ჯიმი (ლელო, თბილისი), თხილაიშვილი გიგა (ბათუმი XV. ბათუმი), ლომიძე ლაშა (აკადემია, თბილისი) გოგოლაშვილი ლევანი (აკადემია, თბილისი), ძნელაძე ზურაბი (აია, ქუთაისი), ჭინჭარაული გოდერძი (ლელო, თბილისი), გაგოშვილი, გიგა (შევარდენი, თბილისი), ხიპაშვილი ბექა (აკადემია, თბილისი), აბრამიძე გიორგი (აია, ქუთაისი), ჩხიკვაძე ტარიელი (აია, ქუთაისი).
ბელგია. 24 ოქტომბერი. 1/4-ფინალი
ლეუვენი. RC
რუსეთი - ესპანეთი 27:15
რუმინეთი - უკრაინა 36:0
ბრიუსელი. Stade Roi Baudouin
საქართველო - პორტუგალია 27:3
ბელგია - პოლონეთი 45:10
27 ოქტომბერი. ოთხშაბათი
თასის ნახევარფინალი
რუმინეთი - საქართველო
რუსეთი - ბელგია
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
უკრაინა - პორტუგალია
ესპანეთი - პოლონეთი