საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მაროკოს ქალაქ აგადირში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ მეხუთე ადგილზე გავიდა.
ქართველებმა ჯამში ორი მეადლი მოიპოვეს. ტურნირის გამარჯვებული გახდა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ზებედა რეხვიაშვილმა (73).
სეზონის უმთავრესი პირველობის დასკვნით დღეს გია გუგავას გუნდის ბოლო 4 წევრიდან ვერც ერთმა ვერაფერი შემატა.
ჩემპიონატი 21-24 ოქტომბერს მიმდინარეობდა.