ხვალ, 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, ორჰუსის ცენტრში (თბილისი, გულუას ქუჩა 6), მდინარეების, ხრამის, დებედას, ალაზნის და იორის აუზების სამიზნე ტერიტორიების ნიადაგების დეგრადაციის დინამიკისა და ტენდენციის ანალიზის წინასწარი განხილვა გაიმართება.
ანგარიში მომზადდა „სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიწის რესურსების მდგრადი მართვა მიწის დეგრადაციის შემცირებისა და სიღარიბის დაძლევისათვის" პროექტის ფარგლებში. პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) თანამშრომლობით ახორციელებს.
ანგარიშის განხილვას დაესწრებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები.