საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ბრიუსელში მინდინარე FIRA-AER -ის ტურნირის პირველ მატჩში პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 27:3 დაამარცხა.
ჩემპიონატში სულ 8 გუნდი მონაწილეობს.
ბრიუსელსა და ლეჟში პირველობისთვის ერთმანეთს საქართველოს, რუმინეთის, ბელგიის, რუსეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, პოლონეთის ნაკრები გუნდები უპირისპირდებიან.
ტურნირში გამარჯვებული ორი გუნდი მომავალი წლისთვის მსოფლიო რაგბის IRB Throphy U20-ის საგზურს მოიპოვებს.
ბელგიაში 24-დან 31 ოქტრომბამდე იმართება.