"უეფას" გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ უკრაინასა და პოლონეთის მიერ ორგანიზაციის წევრების მოსყიდვის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდება.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ტელეკომპანია "მეხუთე არხი" ავრცელებს.
მისი თქმით, უეფას მიმართ ბრალდება, რომ თითქოს უკრაინის და პოლონეთის ხელისუფლებამ ქრთამი გადაიხადა, რომ მათთვის 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩების ჩატარების ნებართვა მიეცათ უსაფუძვლოა.
ამასთან, აღნიშული ინფორმაცია პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხალ ლისტკევიჩმაც უარყო და აღნიშნა, რომ კვიპროსის წარმომადგენელის განცხადება მხოლოდ ქულების ჩაწერას ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და პოლონეთს "უეფას" მოსყიდვაში ადანაშაულებენ. გერმანული გაზეთის " შუდდეუტსცჰე ძეიტუნგ" მტკიცებით, უკრაინამ და პოლონეთმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრების ჩატარების ნებართვისთვის "უეფას" დირექტორატის წევრები მოისყიდა.
გამოცემის ინფორმაციით, კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი სპიროს მაპანგო ამტკიცებს, რომ მას აქვს მტკიცებულება "უეფას" აღმასრულებელი კომიტეტის ხუთი წევრის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით. საქმე ეხება 11 მილიონ დოლარს, რომელიც მათ უკრაინაში და პოლონეთში ფინალური მატჩების ჩატარების მხარდაჭერისთვის მიიღეს.
როგორც ცნობილია, უკრაინასა და პოლონეთში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩები გამართვა 12 ხით 8-ს წინააღმდეგ გადაწყდა.