ხვალ, 25 ოქტომბერს, 14:00 საათზე, "ქართული პარტიის"'ცენტრალური ოფისის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ქართული პარტიის" ოფისიდან აცნობეს, ოფისი თბილისში, უზნაძის ქუჩის #113-ში, ორსართულიან სახლშია განთავსებული.
პარტიის პრესსამსახურის განცხადებით, ხვალინდელ პრეზენტაციაზე, მხოლოდ ჟურნალისტები არიან მიწვეულები და პარტიის ლიდერების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ "ქართული პარტიის" ლიდერების პრეზენტაცია 12 ოქტომბერს გაიმართა. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა კი ნოემბრის ბოლოსაა დანიშნული. სწორედ აღნიშნულ ყრილობაზე გაცხადდება ~ქართული პარტიის~ სამოქმედო გეგმა.
ცნობისათვის: "ქართული პარტიის" დამფუძნებლები ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი არიან.