"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი ჩიტაძის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, არჩევნებზე განსაკუთრებული აქტივობაა.
"მსგავსი აქტივობა არასოდეს არავის არ უნახავს, ყველა უბანზე უკლებლივ. არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს. ხალხი ემზადებოდა შეთქმულებისთვის და ეს შეთქმულება მდგომარეობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში," - განაცხადა ნიკა მელიამ.