დაღესტანში, პროფსასწავლების ტერიტორიაზე, მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი მილიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა.
ამის შესახებ "ინტერფაქსი" დაღესტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, პროფსასწავლებლის ტერიტორიაზე, სადაც მილიციის ოფიცრები არიან დასახლებულები, "უაზის" ტიპის ავტომანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული. ის მოქმედებაში მაშინ მოვიდა, როდესაც მილიციის თანამშრომლები ბრონირებული "ურალის" მარკის ავტომანქანით მის გვერდის ავლას ცდილობდნენ.
ამასთან, სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად კიდევ 10 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.