დღეს, 24 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა. პრემიერტან ერთად ჩინეთში გაემგზავრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ჩინეთში ვიზიტისას ნიკა გილაური შეხვედრას გამართავს ჩინეთის ვიცე-პრემიერთან, ხოლო 29 ოქტომბერს საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს "მსოფლიო ექსპო 2010"-ში, რომელიც შანხაიში 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ღონისძიება 5 წელიწადში ერთხელ ტარდება და ამჯერად მას ჩინეთის ქალაქმა შანხაიმ 6 თვის განმავლობაში უმასპინძლა. შანხაის გამოფენა პირველ მაისს გაიხსნა და 31 ოქტომბერს დაიხურება. ქართული პავილიონი შანხაის საგამოფენო სივრცეში 300 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. პავილიონის დიზაინი ქართულმა კომპანია "პიქსელმა" მოამზადა.
ჩინეთიდან საქართველოს მთავრობის დელეგაცია 30 ოქტომბერს ინდოეთში გაემგზავრება, სადაც შეხვედრას გამართავს ინდოეთის ბიზნესწრეების წარმომადგებლებთან.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, ის საქართველოს დელეგაციას ინდოეთში შეუერთდება და პოტენციურ ინვესტორებს ენერგეტიკულ საინვესტიციო პროექტებს გააცნობს.
აზიურ ტურნეს საქართველოს მთავრობის დელეგაცია 3 ნომებრს დაასრულებს.