27 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევია. სამი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თემაზე წარიმართება.