საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი საქართველოში გუნტერ ბეხლერი და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, დოქტორი დერეკ მულერი მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობის აქტუალური საკითხები განიხილეს, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობის შესახებ.
მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხარეს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობისთვის, კერძოდ კი იმ პროექტისთვის, რომელიც სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახლების მშენებლობას ითვალისწინებს.