საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰაიტის რესპუბლიკაში გავრცელებული ეპიდემიის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ჰაიტის რესპუბლიკაში ეპიდემიის გავრცელების გამო, რის შედეგადაც, არსებული მონაცემებით, დაიღუპა 140-მდე ადამიანი, ხოლო დაავადებულთა რიცხვი 1500-მდე გაიზარდა", - ნათქვამია განაცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს.