ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევალდას იგნატავიჩიუსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ლიტველი დიპლომატი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით ჯალაღანიას.
შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.