საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია.
საგარეო უწყებაში პერ ეკლუნდმა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ნალბანდოვთან გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.