ბათუმის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს ოთხკაციანი დელეგაცია ლვოვში ლვოვის საკრებულოს პირველი პირის მიწვევით გაემგზვრა.
საკრებულოს ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარე დავით კასრაძე, საკრებულოს წევრები გენო თებიძე, ნუკრი დოლიძე და ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების ფონდის თავმჯდომარე ზაზა ნაჭყებია რამდენიმე დღის განმავლობაში ლვოვის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და არქიტექტორებს შეხვდებიან, ასევე ქართული კულტურის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
ოფიციალური ვიზიტის მიზანი ორი მეგობარი ქვეყნის ქალაქების სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებაა.