ქართული პარტია კონსერვატორებთან და ხალხის პარტიასთან ითანამშრომლებს, _ ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა საზოგადოებრივ დარბაზ ჯაზუ-ში ქართული პარტიისა და არასამთავრობო ორგანზიაცეიბის შეხვედრისას განაცხადა.
"ძალიან ბევრ პარტიასთან მქონდა მოლაპარაკებები. არც მქონია მოლაპარაკებები და შესაბამისად არც არანაირი თანამშრომლობა არ გვექნება იმ პარტიებთან, რომლებიც ქვეყანაში რეჟიმის შეეცვლის ნაცვლად ხელისუფლების ჩრდილის ქვეშ ყოფნას ამჯობინებენ. ჩვენ ვითანამშრომლებთ კონსერვატორებთან და ხალხის პარტიასთან, რადგან მათი მთავარი მიზანი ქვეყნის კეთილდღეობა და სააკაშვილის რეჟიმის შეცვლაა", - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, ამ პარტიებს შორის თანამშრომლობის დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი როცა ისინი ორგანიზაციულად ჩამოყალიბდებიან.