ქუთაისში დღეს გელათის ქუჩის მცხოვრებლებმა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
საფიჩხიას დასახლებაში რამდენიმე ათეულ ოჯახს 50 წელზე მეტია სასმელი წყალი არ მიეწოდება.
„ ქრისტიან-დემოკრატების" ორგანიზებულ შეხვედრაზე ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრიც გამოჩნდა. მათი განცხადებით, გელათის ქუჩის წყალგაყვანილობის პრობლემა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილება.
ამ საკითხზე დღესვე კომენტარი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის მენეჯერმა გააკეთა.
ანდრო ლოსაბერიძის თქმით, წყლის პრობლემა ქუთაისის ყველა უბანში 2013 წლისთვის უნდა მოწესრიგდეს.
დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსახლეობა სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.